LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

245
pjimage

14 აგვისტოს, 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეაბილიტაცია სანაპიროს რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება.

გორგასალის ქუჩიდან გამსახურდიას სანაპიროზე მოხვედრას, ისევე, როგორც გამსახურდიას სანაპიროდან კრწანისის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას, გორგასალის ქუჩის გავლით შეძლებთ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ორმხრივად იქნება დასაშვები.

“გორგასალის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება ოთხ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროსკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ორი ზოლიდან, ერთი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმობა, ხოლო მეორე – კერძო ავტომობილებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი იმოძრავებს ორ ზოლში.გამსახურდიას სანაპიროზე ორივე მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტს თითო ზოლი დაეთმობა. მეტეხის ხიდიდან გორგასალის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის კი მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება,” -აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.