Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მტკვარზე უკანონო მშენებლობებია, ძალიან ცუდი რამ ხდება – კახა კალაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარზე უკანონო მშენებლობებია, ძალიან ცუდი რამ ხდება – კახა კალაძე

102

მტკვარზე დაფიქსირდა უკანონო მშენებლობები. თქვენც თუ გახვალთ, დაინახავთ, რომ ძალიან ცუდი რამ ხდება,”– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა. მან საკითხის მოწესრიგება ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.

“ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. მე ვიცი, რომ ცვლილებების პროექტი მომზადებულია, რომლის დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის დროებითი და მსუბუქი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას, მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად შესაძლებელია ამის გაკეთება. ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო მისული ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობას. მივეცით გარკვეული ვადები, რომ თვითონვე დაშალონ შენობა-ნაგებობა, ეს უსახური შენობა, თუ არადა, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში,“- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები