LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი დღეს რუსთავის ტერიტორიაზე იპოვეს

74

რუსთავში, მდინარე მტკვარში 5 აგვისტოს საღამოს საბანაოდ შესული მამაკაცი, რომელიც დინებამ წაიღო, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.  მამაკაცის ცხედარი საძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად დღეს რუსთავის ტერიტორიაზე იპოვეს.

საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში და სანაპიროზე 5 აგვისტოდან მიმდინარეობდა. 53 წლის მამაკაცი, წინასწარი ინფორმაციით, მტკვარში საბანაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა და დინებამ წაიღო. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული და ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

წყარო:ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები