მდინარე მტკვარში გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ის ბარ „ბაუჰაუსის“ დაკარგული თანამშრომელია. სამძებრო სამუშაოები მტკვარში დღეს დილიდან დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობდა წყლის სკანირება და გასაბერი ნავების საშუალებით ხორციელდებოდა მდინარის ზედაპირის შესწავლა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის არ ადასტურებენ ცხედრის სქესის შესახებ ინფორმაციას და განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირება არ მომხდარა.
“ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მტკვარში ეძებენ
შეგახსენებთ, რომ ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლები რამდენიმე დღეა დაკარგულები არიან. მათი გაუჩინარების საქმეზე შსს-ში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.