მტკვარში ორი დღის წინ დაკარგულ, 31 წლის ქალს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალის ავტომობილი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საკუთარი ავტომანაქანით ვანიდან წამოვიდა, ავტომობილში კი გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.
ახალგაზრდას გაუჩინარების შედგომ, 112-ში მისმა მეგობარმა დარეკა და ქალის ადგილსამყოფელის დადგენა ითხოვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში მცხეთის განსაკუთრებული რეაგირების ჯგუფი არის ჩართული.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.