LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის კურორტებზე საბაგიროებით სარგებლობის ღირებულება წელს არ იცვლება

66
50019048-1554913804642057-7942790781222256640-o

მთის კურორტების განვითარების კომპანია 2020-2021 წლის ზამთრის სეზონზე, საბაგიროებზე მოქმედი ფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ საბაგიროებით სარგებლობის ღირებულება წელს არ იცვლება და გასული სეზონის ანალოგიური რჩება.

„მაშ ასე, 2020-2021წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ფასები უკვე ცნობილია! ფასები მოცემულია ლარში (მოიცავს 18% დღგ-ს). დაიჭირეთ თადარიგი, ვიდრე აბონემენტების გაყიდვა დაიწყება“,- წერია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2020-2021 წლის სათხილამურო სეზონის გახსნის თარიღი ჯერ უცნობია და ეს დამოკიდებული იქნება როგორც ამინდზე, ასევე, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები