ზამთრის კურორტებზე პირველი თოვლი უკვე მოვიდა, თუმცა ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სეზონი სავარაუდოდ 16 დეკემბრიდან გაიხსნება, მანამდე კი, უკვე ცნობილია რა რეგულაციები იმოქმედებს ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, გონდოლაში 10 ადამიანის ნაცვლად 8 პირი დაიშვება. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დამსვენებლებმა მთის კურორტებზე „მწვანე პასპორტი” უნდა წარადგინონ, რათა სასტუმროებთან ერთად, საბაგირო გზებით სარგებლობა შეძლონ.