LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის განვითარებისთვის მიკრო გრანტების პროგრამა ამოქმედდება

104

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე – www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

პროგრამა „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი საშუალებას აძლევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. იგი შედგება ორი კომპონენტისაგან – პირველია გრანტებია, ხოლო მეორეა წვდომა განათლებისა და უნარების განვითარებაზე.

“ამ კომპონენტის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ მოთხოვნას, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან  რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს,”- განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები