LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის განვითარების ფონდიდან პროექტების დაფინანსების კრიტერიუმები მსუბუქი იქნება

150

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 180 ათას ადამიანს უკვე მიენიჭა, პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ ფორტუნას” მთის განითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა ოთარ კონჯარიამ განუცხადა,

მისი თქმით, მას შემდეგ რაც აღნიშნული პროცესი დასრულდება, უკვე გამოკვეთილი იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა მიმართულებით და როგორ დაიხარჯება მთის განვითარების 20 მილიონიანი ფონდი, რომელიც მთაში ეკონომიკური აქტივობის წახალისებას ემსახურება.

”აღნიშნული ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია საბჭოს ჯერ არ აქვს. უახლოეს სხდომაზე სწორედ ეს საკითხები იქნება განხილული და ამის შემდგომ შეგვეძლება დეტალურად ვისაუბროთ, რა მიმართულებით იქნება გამოყენებული ეს სახსრები” – განუცხადა ”ფორტუნას” კონჯარიამ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო საბჭოს განესაზღვრა კრიტერიუმები და ის დასახლებები, რომელთაც უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი. 1600-მდე დასახლებას სტატუსი უკვე მიენიჭა. მთის საბჭოს მომავლ სხდომაზე დამატებითი დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხიც გავა.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ მიიღებს ფონდიდან წახალისებას, ოთარ კონკარიას თქმით, ეს შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

”ალბათ უფრო მიზნობრივ პროექტებზე და პროგრამებზე იქნება მიამრთული თანხა და შემდეგ ამ პროექტებს ფიზიკური პირი განახორციელებს, თუ იურიდიული, ეს ცალკე საკითხია. თუმცა ვფქირობ, შეზღუდვა არ უნდა იყოს,” – აღნიშნა კონჯარიამ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ ფონდი გადაიკვეთოს პროგრამასთან ”აწარმოე საქართველოში” და მისი დუბლირება მოხდეს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივნის განმარტებით, საფრთხე არსებობს, თუმცა ამაზე ფონდის საბჭო მსჯელობს.

”იმის მიუხედავად რომ დღეს ”აწარმოე საქართველოში” მთაშიც მოქმედებს, დღეს აქტივობა მაღალმთიან დასახლებებში დაბალია. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია იქ სხვა კრიტერიუმები იყოს დადგენილი, უფრო მსუბუქი, რომელიც საშუალებას მისცემს იქ მცხოვრებ ადამიანებს ისარგებლონ ამ ფონდით და სტიმულს მისცემს ბიზნესსექტორის წამრომადგენლებს რომ მათ სწორდ მაღალთმთიან დასახლებაში დაიწყონ აღნიშნული საქმიანობა” – განაცხადა კონჯარიამ.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა მაისში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები