LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება

135
ყარაბაღ

შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით 27 დეკემბერს ხოჯევანის რაიონში სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს დაესხა თავს, რა დროსაც ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა და ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. 

პარალელურად, სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ჰადრუთის რაიონში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ერევანში მრავალათასიანი მიტინგები მიმდინარეობს. მათი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. ნიკოლ ფაშინიანს ჯერჯერობით არ მიუღია თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები