LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება დაემატება

1549267473

მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანიც შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაციაა.

“ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. ჭვანის ხეობა გამორჩეულია კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით, რაც ხეობის განვითარებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას მრავალფროვანი ტურისტული პროდუქტები თითოეულ მუნიციპალიტეტში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის აჭარას ტურისტებისა და სტუმრებისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის ყველა თანამედროვე მოთხოვნას უპასუხებს და მათი განხორციელების პირველი ეტაპი 2019-2021 წლებში დასრულდება,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები