რუსმა სამხედროებმა კიევი დაბომბეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო წერს.
კლიჩკოს თქმით, დაზიანებულია დაბალი წნევის გაზსადენი, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.
„საღამოს მტერმა კვლავ დაბომბა კიევი. ჭურვები მოხვდა რამდენიმე კერძო სახლს პოდოლსკის რაიონში. ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. ხანძრები ლოკალიზებულია, მაგრამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან“ , – წერს კლიჩკო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე