LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქალბატონო ნონა ქართველი მოჭადრაკეა და არა რუსი. ჩვენ კმაყოფილები ვართ, არაერთი მიზეზის გამო“ – რას ამბობს გაფრინდაშვილის ადვოკატი Netflix-თან შეთანხმებაზე

114
BeFunky-collage

ქართველი მოჭადრაკის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილი კმაყოფილია იმ შედეგით, რომელიც დადგა საქმეზე “ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ”. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ და მივესალმებით, რომ ეს საქმე მორიგებით დასრულდა. მიღწეული შედეგებით გარიგების მხარე და ქალბატონი ნონა კმაყოფილია, არაერთი მიზეზის გამო.

გარიგების პროცესი შეთანხმების საგნით და პირობებით სრულად კონფიდენციალურია. ამ ტიპის დავებში ეს როგორც წესი, ასეც ხდება ხოლმე და აქ უჩვეულო არაფერია“, – განაცხადა ადვოკატმა და  კონფიდენციალურობის პირობის თანახმად, კონკრეტულად არ დაასახელა რა პირობით შედგა მხარეებს შორის შეთანხმება.

რაც შეეხება Netflix-ის სერიალის შინაარსის კორექტირებას, კითხვაზე, შევა თუ არა სერიალის იმ მონაკვეთში რაიმე სახის ცვლილება, რაზეც ნონა გაფრინდაშვილი დაობდა, მაია მწარიაშვილის განცხადებით, შინაარსი უცვლელად დარჩება, თუმცა სასამართლო პროცესის შემდეგ ყველამ იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, რომელსაც ნათამაშები აქვს კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც.

„რაც შეეხება სერიალის იმ ეპიზოდს, რომ ქალბატონი ნონა, რუსად მოიხსენიეს და რომ ნათამაშები არ ჰქონდა მამაკაც მოჭადრაკეებთან, ეს ინფორმაცია სრულად გადატრიალდა ამ ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ სარჩელი შევიტანეთ.

დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქალბატონო ნონა ქართველი მოჭადრაკეა და არა რუსი. მაშინაც კი, როდესაც წინა წლებში, მას საბჭოთა მოჭადრაკედ მოიხსენიებდნენ, დღეს მას ქართული ჭადრაკის ლეგენდად მოიხსენიებენ.

ვინც არ იყო ჭადრაკის სფეროში ჩახედული, მათთვისაც კი ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი ნონა არის ქართველი, ჭადრაკის ლეგენდა, ის, რომ ქალბატონი ნონა არის პირველი მოჭადრაკე დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის და არის სწორედ ის ქალი, რომელიც პირველი ეთამაშებოდა მამაკაც მოჭადრაკეებს, წარმატებით და ამარცხებდა მათ, ეს უკვე უადავო ჭეშმარიტებაა, ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ.

ყველა ჯერზე,მაშინ როდესაც სარჩელი შევიტანეთ, როდესაც პირველ წარმატებას მივაღწიეთ [სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იყო] და როდესაც მოვრიგდით, სრულად საერთაშორისო პრესის ჰედლაინებიდან არ ჩამოდიოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნონა არის ქართველი მოჭადრაკე და სერიალში მასზე ინფორმაცია არასწორად გავრცელდა – ეს მიზანი რეალურად მიღწეულია“, – განაცხადა ადვოკატმა „ფორტუნას“ ეთერში.

შეგახსენებთ, სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ეხებოდა.

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან ღირსების შელახვისთვის შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები