LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში 

231
Untitled design (20)

საკრებულოს სხდომა დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა. „ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების წევრს „არარაობა“ უწოდა, რის შემდეგაც მან ირაკლი ეძგვერაძეს დროშები ესროლა.

მომხდარის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა 2020-2021 წლის არჩევნების პერიოდი გაიხსენა და ასევე აღნიშნა რომ მთელმა გლდანის რაიონმა იცის თუ ვინ არის კოტე ზარნაძე და ირაკლი ეძგვერაძე.

„ალბათ, ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია – ვინც „ქართული ოცნებისკენ“ არ იყო გლდანში, ან იარაღი ჩაუდეს ან წამალი და მერე სხვებზე ლაპარაკობენ. მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დაპირისპირების შემდეგ.

საკრებულოს სხდომა ამ ეტაპზე განახლებულია.

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები