LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელმა ევროპამ მოახერხა დარეგულირება – გახსნეს უნივერსიტეტებიც, თეატრებიც და კაფეებიც, ოღონდ, აცრილებისთვის: ეკა ჩხეიძე

101
344-6d45a (2)

მსახიობი ეკა ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე წერს.

მისი თქმით, საჯარო თავშეყრის ადგილებში კოვიდ პასპორტის გარეშე ყველას უნდა აეკრძალოს შესვლა. შედეგად, მსახიობი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მოიმატებს.

“რისთვის აიცრა ჩემი 19 წლის შვილი, თუ ისევ ონლაინ ლექციებზე იჯდებოდა? მთელმა ევროპამ მოახერხა დარეგულირება – გახსნეს უნივერსიტეტებიც, თეატრებიც და კაფეებიც, ოღონდ, აცრილებისთვის. იყოს ნებაყოფლობითი – ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ოღონდ იჯდეს სახლში..

ვისაც სწავლა და საქმის კეთება უნდა, ვის ან რატომ უნდა ელოდოს? ან იქნებ გაწყობთ უსწავლელი თაობა?

რა თავიდან ჩაკეტვები??? დაგვცინით???

კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა, მოიმატებს ვაქცინაციაც… ვისაც არ ენდომება, ღმერთმა კარგად ამყოფოს… გავიდა ცხოვრება…

ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ეკა ჩხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები