LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ტყე მოდიოდა.. ვიფიქრე, ეს ჩვენი ბოლო წამია.. ყველაზე მძიმე მომენტი ჩვენს თვალწინ დაღუპული ადამიანები იყვნენ“ – შოვის სტიქიას გადარჩენილები ტრაგედიის რთულ მომენტებს იხსენებენ

378
შოვის ტრაგედიას გადარჩენილები

10 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „სტუმრად ნოესთან“ 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიისა და ტრაგედიის შესახებ გადარჩენილები და მაშველები ისაუბრებენ.

გადაცემის ანონსში გადარჩენილები ჰყვებიან, როგორ შეძლეს სიცოცხლის შენარჩუნება და გაუმკლავდნენ მძიმე მომენტებს, როცა შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანები მათ თვალწინ შეიწირა:

„სულ დაფხაჭნილი ჰქონდა ფეხები.. წინ ვეღარ მივდიოდი, გაჩერებული ვიყავი და ნელ-ნელა მიწაში ჩავდიოდი.. გასაქცევი არ გვქონდა“ – დავით ჯელაძის და პატარა მაშოს გადარჩენის ამბავი

„ყოველ წუთს რთულია, ყოველ წუთს გიწევს, რთული გადაწყვეტილების მიღება“, – ამბობს გადაცემის ანონსში მაშველი.

„საშინელი ხმა იყო, ეს საზარელი ხმაური გავიგე… ორი მეტრი მთის სიმაღლიდან მთლიანად მეწყერი მოდიოდა.

 

კვირას, 10 სექტემბერს – შოვის ტრაგედია #ნოესთან | 22:30

კვირას, 10 სექტემბერს – შოვის ტრაგედია #ნოესთან | 22:30

Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on Monday, 4 September 2023

 

 

უცებ ვხედავთ, რომ ერთი ხე დაეცა, მერე მეორე, მესამე და უკვე მთელი ტყე მოდის. გადმოვედით თუ არა, ჩვენც დაგვარტყა. ვიფიქრე, რომ ეს ჩვენი ბოლო წამი იყო… ყველაზე მძიმე მომენტი, ჩვენს თვალწინ დაღუპული ადამიანები იყო“..

„შეიქნა პანიკა, საშინელება იყო, იქ ადამიანი ვერ გადარჩებოდა, შეგუებული ვიყავით იმას, რომ ჩვენც ვერ გადავრჩებოდით“. – იხსენებენ შოვის სტიქიას გადარჩენილები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები