LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი სოფელი მაბრალებდა, ეს ის გოგოა, მამა რომ დააჭერინაო.. რთული გზა გავიარე და არასოდეს დავნებდები. მიზნებს მივაღწევ, უფრო მეტ გოგოს დავეხმარები“ – რას ჰყვება გოგო, რომელიც 14 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს

499
ჩინარა კოჯაევა

„მესამე კურსზე ვარ, სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ, ბედნიერი ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, რთული გზა გავიარე და არასოდეს  დავნებდები. დარწმუნებული ვარ, ჩემს მიზნებს მივაღწევ და უფრო მეტ გოგოს დავეხმარები“, – ამბობს ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი 23 წლის ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა, რომლის ის­ტო­რია, სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის გამო, სა­მა­გა­ლი­თოა.

როგორც თავად ჰყვება, ჯერ კი­დევ 14 წლის იყო, რო­დე­საც სა­კუ­თარ ოჯახ­ს იძულებითი ქორწინების გამო და­უ­პი­რის­პირ­და, რის გა­მოც სახ­ლი­დან წა­სვლა და თავშესაფარში ცხოვრება მოუხდა.

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

ამბობს, რომ განვლილმა რთულმა დღეებმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და ახლა დარწმუნებულია, ამ ვითარებაში მყოფი გოგოების დახმარებას შეძლებს.

ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქო­სა­ლარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ბევრ ოჯახ­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა ჩვეულებრივი მოვ­ლე­ნაა, წყვი­ლე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი მათი მშობ­ლე­ბი იღე­ბენ.

სახლიდან 5 წლის წინ წამოვიდა, 1 წლის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდა. ბევრი იბრძოლა, გამოიარა რთული დღეები.

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

დღეს ჩინარა ბედნიერია. ოცნება აისრულა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. მოზარდი საზოგადოებას იმ რთული დღეების შესახებ უამბობს, რაც ქოსალარში ცხოვრებისას გაიარა:

„სულ ორი არჩევანი მქონდა, ან 1 კვირაში ქორწილი ჩატარდებოდა ან პოლიციელებთან ერთად წავიდოდი და რაღაც მომავალი მექნებოდა.

14 წლის ბავშვი ცოლი ვერ იქნება, ბავშვია.. ჩვენ ჯერ თოჯინებით ვთამაშობდით და თითებზე ბეჭედი გვეკეთა, იმიტომ, რომ დანიშნული ვიყავით ან ზოგი გათხოვილი იყო.

მშობლებს ჰგონიათ, რომ როდესაც გოგო გათხოვდება, უფრო ბედნიერი იქნება ან პატრონს ჩაჰბარდება, არ არის ეგრე.

23 წლის ვარ, პირველად ჩემმა მშობლებმა 14 წლის ასაკში გადაწყვიტეს, რომ ნაადრევად უნდა გავთხოვილიყავი.

სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

14 წლის ვიყავი.. სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში მითხრეს, რომ ეს სტუმრები შენი ხელის სათხოვნელად არიან მოსულებიო.. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ სულ სწავლა მინდოდა, თოჯინებით ვთამაშობდი..

სკოლაში ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი, სულ მინდოდა მესწავლა, ეს ყველაფერი რომ დავინახე, მეგონა თამაში იყო ან მატყუებდნენ. მერე მიხვდი, რომ ეს ფაქტი მართალია და მართლა უნდოდათ, რომ მე გავთხოვილიყავი..

რა თქმა უნდა, მე არ  მინდოდა და ჩემს მშობლებს დავუპირისპირდი. ბიჭი არ იყო მოსული, მშობლები იყვნენ. ჩვენი თანასოფლელები იყვნენ, მე არ ვიცნობდი, მამაჩემი იცნობდა.

ვიდეო: „მითხრა, მაგას თუ იზამ, შენი შვილის გვამს ნახავო.. არც ვიცოდი, რომ 28 წლის იყო.. მისი ოჯახი მეუბნებოდა რომ 22-ის იყო“ – 14 წლის აითაჯის დედა კაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა

ამ ბიჭს არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა, 23 ან 25 წლის იყო. რადგან გათხოვებაზე უარი ვთქვი, ცდილობდნენ, როგორმე ეს თემა მოეგვარებინათ და ალბათ, მომიტაცებდნენ, ეგეთი შემთხვევებიც ხდება.

ამის შემდეგ მასწავლებელს მივწერე და ვთხოვე დახმარება, მან პოლიციას მიმართა, რა თქმა უნდა, პოლიცია ჩაერთო.

განყოფილებაში წაგვიყვანეს და მამაჩემმა ხელი მოაწერა, რომ 18 წლამდე აღარ გავათხოვებო. ასე გავაგრძელე, თუმცა სასწავლებლად აღარ გამიშვეს.

„გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, მეფესავით იცხოვრებდაო.. ბიჭი რა შუაშია, გოგოს ოჯახი თანახმა იყოო.. აი, ასე ესმით ადამიანებს ეს უბედურება“ – სამირა ბაირამოვა 14 წლის გოგოს მკვლელობაზე

17 წლის რომ გავხდი, ისევ იმ ბიჭზე მათხოვებდნენ, თან ძალით. პატარძლის კაბა, ბეჭდები, საჭმელები, აბსოლუტურად ყველაფერი, მამაჩემმა სესხიც კი აიღო იმის გამო, რომ ქორწილი უნდა ყოფილიყო. მზითვებიც მზად იყო.

1 კვირის განმავლობაში ვიფიქრე, რა გამეკეთებინა, ვისთვის მიმემართა, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, სად წავსულიყავი. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თან მეშინოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ რაღაც სასწაული მოხდებოდა. 

იქიდან წამოვედი, პოლიციელებმა წამომიყვანეს, ძალიან დამეხმარნენ, გადამიყვანეს თავშესაფარში.. ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ მამაჩემი დაიჭირეს, მთელი სოფელი მაბრალებდა, აი, ეს ის გოგოა, მამა რომ დააჭერინაო.

„ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.. გამლეტმა 2015 წელს ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, მისი მოსწავლე ყოფილა, თურმე მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა

6 თვის შემდეგ ციხიდან დამირეკა, მისი ხმა რომ გავიგე, ვიტირე, იმიტომ, რომ მამაჩემია და მომენატრა. მშობლები მენატრებოდნენ, მაგრამ იმ ადგილას დაბრუნება არ მინდოდა..

ბოდიში მომიხადა, მის სანახავად ციხეშიც ვიყავი, ნანობდა, რატომ გაგიკეთეო, მაგრამ მისი მესმის, რადგან თვითონაც მაგ საზოგადოების მსხვერპლია“. – ჰყვება ჩი­ნა­რა კო­ჯა­ე­ვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები