LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ნაპოლი ქუჩებში დადიოდა ნაპოლის ფორმით და 90%-ს კვარას ფორმა ეცვა.. სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უფასოდ გვეპატიჟებოდნენ, 3 დღეა სასმელში ფული ვერ დავხარჯეთ“ – რას ჰყვება პედაგოგი რუსიკო ყიფიანი

225
BeFunky-collage

პედაგოგი რუსიკო ყიფიანი საზოგადოებას საჯარო პოსტის მეშვეობით უზიარებს იტალიაში მყოფი მისი შვილის მონათხრობს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, როგორ აღაფრთოვანა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიელები.

როგორც რუსიკო ყიფიანი „ფორტუნასთან“ ამბობს, მისი შვილი კინოოპერატორია და გადასაღებად ჩასულ ქართველებს ასეთი სურათი დახვდათ:

„ჩემი ოთო და მისი მეგობარი კვარასთან არიან ჩასული გადაცემის ჩასაწერად. აი, რას წერენ ისინი ..

,,დღეს ჩვენი თვალით რასაც შევესწარით და ვნახეთ, ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყის, ბედნიერების და სამშობლოს ყივილის გრძნობა, მთელი ნაპოლი ქუჩებში დადიოდა ნაპოლის ფორმით და 90% -ს, კვარას ფორმა ეცვა, არც ოსიმენის, არ კაპიტანი დი ლორენცოსი, ჩვენი კვარას ფორმა!!!

გუშინ მოვიარეთ ღამით ყველა ბარი, კაფე და კლუბები, ყველგან, სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უფასოდ გვეპატიჟებოდნენ, მოკლედ, 3 დღეა სასმელში ფული ვერ დავხარჯეთ. მერე კიდევ გაგიზიარებთ, დეტალებს, როცა ეს ემოციები ჩაცხრება.

კვარა ჩვენი ელჩია მთელ ევროპაში!“, – წერს რუსიკო ყიფიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები