LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი ღამის ცვლაში მუშაობს და ზის ამ სკამზე”

136

ფეისბუქმომხმარებელი ვაჩე ჩინჩალაძე, შრომითი უფლებების დარღვევის კიდევ ერთ შემთხვევაზე წერს.

მისი თქმით, ერთერთ სუპერმარკეთში, რომლის ყოველდღიური მომხმარებელია, მოლარეებს 12 საათიან სამუშაო რეჟიმში, საშინლად არაკომფორტულ სკამზე უწევთ მუშაობა.

ის მოუწოდებს ბიზნესს გაანალიზონ პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ.

“დღეს დილით შევდივარ სპარში (ფუდმარტში) კუტუზოვზე, ყოველდღიური მომხმარებელი ვარ და ვიცი რა პირობებშიც უწევთ მუშაობა.

12 საათიანი სამუშაო რეჟიმი, საშინელი პირობები და პლიუს რამდენჯერ მინახავს თანამშრომელი თავისივე მარკეტის მზა საჭმელს რომ ყიდულობს.

მოლარე რომელიც მთელი ღამის ცვლაში მუშაობს ზის ამ სკამზე.
რას ნიშნავს ეს ?
როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად ?
ბიზნესმა უნდა გაანალიზოს თავისი პასუხისმგებლობა და თანამშრომლები ამ დღეში არ უნდა იყვნენ.

დღის წესრიგში პირველი უნდა იყოს შრომითი უფლებების დაცვა !”, – წერს სოციალურ ქსელში ვაჩე ჩინჩალაძე.

სპარში დაზიანებული სკამი გამოცვალეს: “ჩვენთან ცუდი სამუშაო პირობები არ არის”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები