LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ცხოვრება ველოდებოდი, რომ დააკაკუნებდა“ – მიშა გასიტაშვილი ემოციურ თემაზე საუბრობს

358
gasitashvili

ქართველი „სელებრითების“ ცნობილი სტილისტი მიშა გასიტაშვილი თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ მისთვის სენსიტიურ თემაზე, მამის შესახებ ჰყვება და მასთან პირველ და ერთადერთ შეხვედრას იხსენებს.

„მამა სენსიტიური თემა იყო ჩემთვის. მაშინ ძალიან ემოციურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, დღეს მე აღარ მაქვს ისეთი ემოცია, რომ მასზე ისევ ისე ვილაპარაკო. მამა ცოცხალია, ჯანმრთელია და მინდა სულ ჯანმრთელად და ბედნიერად იყოს.

ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შემთხვევით. ყოველთვის ველოდებოდი, ის ოდესღაც მოვიდოდა. ვხვდებოდი, რომ მე რაღაც მაკლდა და მჭირდებოდა, ვერ ვხვდებოდი რა. სკოლაშიც რომ მოაკითხავდნენ მამები, რაღაც მაკლდა, ყოველთვის, მთელი ცხოვრება ველოდებოდი რომ ის მოვიდოდა, ჩამეხუტებოდა და მეტყოდა – გამარჯობა. არასოდეს ეს არ მოხდა. ყოველთვის როცა კითხვას დავსვამდი – მამა სად არის, დედა სულ იძახდა – ის არის არაჩვეულებრივი ადამიანი, შენ ხარ სიყვარულის ნაყოფი, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ჩემი დიდი სიყვარულისგან გაჩნდი, მამაშენი არის ყველაზე მაგარი ადამიანი, ვინც კი არსებობს და იცოდე ყველაზე მაგარი მამა გყავს.

ერთხელ მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც თვითონაც იყო. ბევრი ხალხი იყო, რომ დავინახე კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ მქონდა რაღაც ემოცია და ვერ მივხვდი. ვიკითხე ვინ არის, შეიძლება ვიცნობდეთქო. უნდოდათ ლამაზად ეთქვათ, რომ მამაშენიაო. ვუყურებდი გაოგნებული, გამიხარდა. მე გადავდგი ნაბიჯი, ვუთხარი – გამარჯობა, არ ინერვიულო არაფერზე, გამიხარდა რომ გაგიცანი, ალბათ, უხერხულად ხარ ამდენი ხანია, რომ არ გინახივართქო, მე ამას მოგიხსნითქო. მიყურა და გაქრა. იმის მერე არ მინახავს. იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი. კიდევ მინდოდა მიმეცა შანსი, მე ხომ გადავდგი ნაბიჯი, არ ვითაკილე, არც საყვედური, არც შენიშვნა (მითქვამს), უბრალოდ მამა ხარ, მიყვარხარ და მინდა მიგიღო. მოხდა ისე, რომ გაქრა. გავიდა ეგ ცუდი პერიოდი, ეს ემოცია გადავლახე. დღეს მას არც შვილი ჰყავს, არც მეუღლე. მთელი ცხოვრება ველოდებოდი, რომ დააკაკუნებდა ვიღაცას. არასოდეს ვგრძნობდი, რომ რაღაც ნაკლებობა მქონდა, მაგრამ სკოლის პერიოდში მახსენდებოდა და სულ ველოდებოდი, ვიცოდი, რომ საიდანღაც უნდა მოსულიყო“ – ამბობს გასიტაშვილი და ამატებს, რომ თავად საუკეთესო მამა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები