LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები ამისთვის…” – ტორესა მოსი შალვა ამონაშვილთან დაკავშირებით ამბავს იხსენებს

158
BeFunky-collage (9)

მწერალი ტორესა მოსი, ცნობილ ქართველი პედაგოგსა და ფსიქოლოგზე შალვა ამონაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

როგორც ტორესა მოსი წერს, სურს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის შესახებ.

“დილა მშვიდობის. ეს კაცი შალვა ამონაშვილია. ამ კაცმა თავისდაუნებურად ჩემი ცხოვრება და ჩემი პიროვნებაც შეცვალა, ერთ მშვენიერ დღეს, ერთი საათნახევრიანი ლექციით. მაშინ ჯერ კიდევ იურისტი ვიყავი, დოქტორანტურაში ვსწავლობდი და სადოქტორო დისერტაციაზე ვმუშაობდი. დოქტურანტურიდან წაგვიყვანეს შალვა ამონაშვილთან, რათა მას პედაგოგიკაზე წაეკითხა ლექცია. ამ ლექციის მოსმენის შემდეგ, მე სამუდამოდ მივატოვე იურისტის კარიერა, შევწყვიტე დოქტურანტურაში სწავლა, გავიაზრე მთელი ის ბოროტება და ზიანი, რომელიც სკოლამ მომაყენა და ვიპოვე საკუთარი ნამდვილი თავი. მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები ამისთვის.

და კიდევ ერთხელ გეტყვით, საქართველოში მთავარი ბოროტება არის სასკოლო განათლების სისტემა. მთელი ჩვენი უბედურების უდიდესი ნაწილი, სწორედ სკოლებში ფორმირდება. მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს შალვა ამონაშვილის და მისი ჰუმანური პედაგოგიკის შესახებ. ეს არ ეხება მხოლოდ სკოლას, მას შეუძლია მრავალი წლის შემდეგაც კი შეგცვალოთ და შეცვალოს თქვენი ცხოვრება”,- წერს ტორესა მოსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები