Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„მთელი ჩემი ძალა და ენერგია ჩავდე ნინიში, კარიერის ნაცვლად ავირჩიე, ჩემი შვილისთვის მაქსიმუმი გავაკეთე.. რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიაზე“ – ხათუნა ჟორდანია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ჩემი ძალა და ენერგია ჩავდე ნინიში, კარიერის ნაცვლად ავირჩიე, ჩემი შვილისთვის მაქსიმუმი გავაკეთე.. რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიაზე“ – ხათუნა ჟორდანია

642
Untitled design (5)

რვა მარტს „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში ძლიერი ქალები იმყოფებოდნენ სტუმრად. სტუმრებს შორის იყო ხათუნა ჟორდანია, რომელმაც შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„დღეს ბევრ რამეზე მწყდება გული. არ მინდა, რომ თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ბევრი ნიჭი მქონდა. ბევრი რამის გაკეთება შემეძლო. ახლაც სახლში ბევრ რამეს ვაკეთებ. ვხატავ, ვკერევ, ვქსოვ, ავეჯის რესტავრაციას ვაკეთებ. ბევრი რამეა, რასაც ვაკეთებ, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. უსაქმოდ არასდროს ვარ, სულ რაღაცით ვარ დაკავებული. რაღაც ეტაპზე კარიერის ნაცვლად ავირჩიე ნინი. ჩემი პრიორიტეტი გახდა ნინი. მთელი ჩემი ენერგია და მთელი ჩემი ძალა ყველაფერი ნინიში ჩავდე. რამდენად კარგად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე როდესაც ჩემ თავთან მარტო ვრჩები, ყოველთვის ვიცი, რომ ჩემი შვილისთვის მაქსიმუმი გავაკეთე. რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიაზე, იმიტომ რომ ანასტასია უფრო სხვანაირი ბავშვია და ისეთი დამოუკიდებელია და ისეთი ამაყია, ამდენი ამაგის მიცემის საშუალებას არ გაძლევს. ხანდახან მაქვს ხოლმე ფიქრები, ანასტასიას არ მოეჩვენოს, რომ ნინის უფრო მეტს ვუკეთებ, ვიდრე მას. თუმცა ნინისთან ერთად გავიზარდე და მიჩვეულია, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვიყო ჩართული“. – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები