ყაზახეთიდან, ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა. ისინი ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი და ყველაფერი დაკეტილია.
„ვიყავი დედაქალაქსა და ყარაგანდაში. არ მუშაობს ინტერნეტი და ყველაფერი დაკეტილია. მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი და ბოლო ორი დღეა ოთხი საათი მიეწოდებათ“, – აცხადებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.