LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის ქედმა ჩამოშლა დაიწყო და მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის (ვიდეო)

112

ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე (კეკელიძის ქუჩის გაგრძელება), სპეც-ტექნიკით კლდის ერთკვირიანი ნგრევის შედეგად მთაწმინდის ქედმა თავად დაიწყო ჩამოშლა, რამაც ბოლო დღეების განმავლობაში უკიდურესად საშიში სახე მიიღო.

ინფორმაციას საავტომობილო გზების ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ცნობით,  მთაწმინდის ქედის დემონტაჟი ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა “მშენებლებმა” სერიოზულად დაზიანებული ქედი უპატრონოდ მიატოვეს, რის შედეგადაც ჩამონაშალი მასა ყოველდღიურად იზრდება.

“არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება, რაც უკიდურესად დიდ საფრთხეს შეუქმნის არამარტო ქედის ძირში გაშენებულ სახლებსა და იქ მაცხოვრებლებს, არამედ მთლიანად, ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.

მივმართავთ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სანამ დავდგებით მასშტაბური ტრაგედიის წინაშე”, – აცხადებენ ასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები