ნაყინის მოყვარულებისთვის მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი 2017 გაიმართება. ღონისძიება 16 ივლისს, 11:00 საათიდან , მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება.
როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკიდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც წარადგენენ თავიანთ პროდუქციას.
”ამათან, მოხდება ნაყინის დეგუსტაცია. ფესტივალის პარალელურად კი მოედნაზე არსებულ სცენაზე გაიმართება ბევრი გასართობი ღონისძიება: კონცერტები, გათამაშებები, შეჯიბრებები.გათამაშდება სხვადახვა კომპანიის მიერ დაწესებული პრიზები”,- აცხადებენ მთაწმინდის პარკში.
მათივე ცნობით, ფესტივალს აქვს ტრადიციული სახე და წელს უკვე მეოთხედ ტარდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.