LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში მოკლული ავსტრალიელი გოგოს, შანაი ბრუკის ძმა სამართალდამცავებმა გამოიკითხეს

154
შანაე ბრუკი1

თბილისში, მთაწმინდის პარკში მოკლული ავსტრალიელი გოგოს, შანაი ბრუკის ძმა სამართალდამცავებმა გამოიკითხეს. მოკლულის ქალის ძმა სამართალდამცავ უწყებაში გუშინ გამოიკითხა. გამოკითხვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე ასევე გამოიკითხნენ მისი კოლეგები და მეგობრები. ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ – რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები