LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავრობის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს”

113

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ იორკში სწავლობენ განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგარდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ახალგაზრდებმა მოისმინეს მთავრობის მეთაურის ხედვები განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროში მათ შორის ინოვაციური მიდგომების დანერგვას გულისხმობს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიესალმება თითოეული მათგანის იდეებსა და აქტიურ მონაწილეობას, როგორც რეფორმის წარმატებით განხორციელების, ისე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში 17 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი ბაკალავრიატზე, ნაწილი კი მაგისტრატურაზე, მათ შორის საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობს.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები