LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის მიმართ სანქციები რეალური ხდება: სერგო ჩიხლაძე ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება

39
სერგო ჩიხლაძე

სანქციები სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, ამ განცხადებით, შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმაურება, სადაც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩიხლაძის თქმით ამ საკითხზე საუბრები ადრეც მიდიოდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა სანქციებზე მინიშნება, ამას კი მკვეთრად კრიტიკული განცხადებები მოჰყვა მოსამართლეთა დანიშვნის გამო.

“დღეს ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან კრიტიკული „ტვიტი“ მოსამართლეთა დანიშვნისა და იმის შესახებ, რომ უხეშად არღვევს „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებას” – აცხადებს ჩიხლაძე

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის განცხადებას, ენტონი ბლინკენის თქმით აშშ მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო ღრმად შეშფოთებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები