“ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
ადგილზე იკრიბებიან როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.
ამ დროისთვის აქციაზე სიტყვით გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა.
აღსანიშნავია, საპროტესტო აქციის მონაწილეები, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, ისინი მმართველ გუნდს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
აქვე შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი დილით დედამ ნახა.
ლაშქარავა ერთ-ერთი იყო მედიასაშუალებების იმ წარმომადგენლებიდან, რომლებსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.