LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

446
კახაბერ ქემოკლიძე

მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა და ქვეყნის მსახურებაში დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, კახაბერ ქემოკლიძეს საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ  მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტური მუშაობა შეძლოს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი კახა ქემოკლიძე. ის ჩვენს გუნდში წლებია მუშაობს, არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე. წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანასა და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოეის აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები. მას საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ გაუძღვეს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.