LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ ჯგუფის აქტივისტები იკრიბებიან [ფოტო, ვიდეო]

268

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე ლგბტ ჯგუფის აქტივისტების ნაწილი უკვე მივიდა. აქციაზე იმყოფება “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ანა სუბელიანი   ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ნინო ბოლქვაძე და პარტია “გირჩის” ლიდერები.

ანა სუბელიანის განცხადებით, ლგბტ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია აგრესიული ჯგუფების მუქარის გამო გააუქმეს და ვერ ჩააგდეს ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში.

“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ცალკეული ადამიანები მაინც აპირებდნენ აქციაზე მოსვლას, მათივე უსაფრთხოებისთვის საკუთარ თავზე ავიღე მოდერატორობა მათსა და შსს შორის, აქციას საკუთარი გადაწყვეტილებით შემოვუერთდი” – განაცხადა სუბელიანმა

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციას გმობენ.

“დღეს რეალურად არა ცალკეულ ჯგუფების საკითხზე ვართ, არამედ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფაშისტების მეშვეობით შეეზღუდა განსხვავებული აზრი და თუ დღეს ეს გამოვა მომავალში არ არის გამორიცხული გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ სხვა ჯგუფს შეეზღუდის” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები