საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება.
“ფორტუნას” ცნობით, აღნიშნული სავარაუდოდ, დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეკრებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, დღეს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციონერი ლიდერები აქციას გამართავენ, სადაც სამოქმედო გეგმას წარადგენენ.