Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მთავრობაში გადაადგილებები შეიძლება მოხდეს – ბიძინა ივანიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში გადაადგილებები შეიძლება მოხდეს – ბიძინა ივანიშვილი

79

„ჩვენ ვსაჭიროებთ აუცილებლად ახალ იდეებს. მმართველი გუნდის ეფექტურობა გაიზრდება – ოღონდ არ იფიქროთ, რომ მე მოვედი და ყველას ყველაფერს ვასწავლი, ვარიგებ და ყველაფერს მე გავაკეთებ,“ – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და არც სამთავრობო ცვლილებები გამორიცხა.

„მთავრობას ექნება მთავრობის როლი, პარლამენტს ექნება – პარლამენტის, პარტიას ექნება პარტიის, რაც ყველაზე სუსტია დღეს. პარტიის გამაგრებაზე ვიზრუნებ, პირველ რიგში. შეიქმნება საბჭოები და ამ საბჭოების სახით გავივლით კონსულტაციებს, შედეგად მივიღებთ საუკეთესო მმართველობას, რაც მოგვცემს საფუძველს, ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპებით ზრდას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ჩვენი სიღარიბე.

„მთავრობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, მოხდა პატარა ცვლილებები და გადაადგილებები, მაგრამ ეს იქნება გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება. კვირიკაშვილს ან ღარიბაშვილს თუ გავიხსენებთ, არცერთ შემთხვევაში არაფერი კატასტროფული არ მომხდარა, მართვის პირველი ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო კვირიკაშვილმა. ასეთი ტემპები აღარ გვაწყობს, მართვის სტილის ასეთი ეფექტურობა არ არის საკმარისი. რაც მთავრობაში გადაადგილებები მოხდა, მსგავსი შეიძლება კიდევ მოხდეს, როცა საშუალება იქნება სხვადასხვა სტრუქტურაში და პირველ რიგში, პარტიის როლს გავზრდი და ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მედიის წარმომადგენლებს ხვდებათ.