LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება

91

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო განხილვები გაიმართება.

საკანონმდებლო პაკეტს 4 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.

ცვლილებების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, რომლის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება. ცვლილებების პროექტის განხილვები კომიტეტებში დღეს დაიწყება.

ინიციატივის თანახმად, 14 მინისტრთა კაბინეტიდან ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის ფუნქციებიც იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. აღარ იარსებებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროც. ამ უწყების უფლებამოვალეობები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გადაუნაწილდებათ. სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები