LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებენ

98
780-pensia-2020-01-03-12-19-17-885142

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს და კორონავირუსის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

Galt & Taggart იმ მოკლევადიანი ღონისძიებების შესახებ იუწყება, რომელიც მთავრობამ უნდა გაატაროს, რათა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი შერბილდეს. ამ ღონისძიებებშია: მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება; ქონების გადასახადის განახევრება; საგარეო დაფინანსების მოზიდვა; ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება; ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვა); საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება და სხვა…

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი, რომელსაც Galt & Taggart თავის მიმოხილვაში ხელისუფლებას აძლევს, ეს საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებაა. შეგახსენებთ, იგივე რჩევით მიმართა მთავრობას საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მაც..

რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, როგორც იცით, ყოველი დასაქმებულის ხელფასიდან 6% ავტომატურად მიიმართება სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საიდანაც 2 პროცენტული პუნქტი დასაქმებულის კონტრიბუციაა, 2 პროცენტული პუნქტი – დამსაქმებლის, 2 კი – სახელმწიფოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები