LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას პანდემიის მართვისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდა

82
1

მთავრობას, კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ინიციატივას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგ წავიდა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საჭიროა იმ სამართლებრივი მექანიზმის შენარჩუნება, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება და მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად კონკრეტულ უფლებებს აძლევს.

მთავრობას პანდემიის მართვისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე უხანგრძლივდება

შეგახსენებთ, ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები იყვნენ.

მანამდე, აღნიშნული კანონის მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები