LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ წელს 170 მილიონი ლარის ქონება გაყიდა – 3 ცნობილი ობიექტი, რომელიც 2022 წელს გასხვისდა

103
20200203193513

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით მიღებულმა თანხამ 170 297 378 ლარი შეადგინა.

როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში 127 558 754 ლარი გადაირიცხა, ადგილობრივი თვით მართველობების ბიუჯეტში 26 370  851 ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 1 154 734 ლარი.

„სააგენტომ, მიმდინარე წლის 2 კვარტალის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა. დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, სააგენტომ ჯამში 1190 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“,- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გაყიდული მსხვილი ობიექტებიდან აღსანიშნავია, ე.წ „რიყის დოქები“, რომელიც მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე, 10 020 000 ლარად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა. ამასთან, წელს გაიყიდა ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობაც, 16 მილიონ ლარად, 40 მილიონ ლარად კი წყნეთის სამთავრობო აგარაკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები