„რიყის დოქების” საპრივატიზაციო აუქციონი ისევ უშედეგოდ დასრულდა – ობიექტი არც ამჯერად იყიდა ვინმემ. 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა ამჯერად 71 250 000 ლარად იყიდებოდა. აუქციონი დღეს 17:00 საათზე შედეგის გარეშე დაიხურა. შეგახსენებთ, მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი მესამედ, 30 მარტს გამოაცხადა.
ცნობისთვის, რიყის დოქები სახელმწიფომ აუქციონზე პირველად გასულ წელს 95 მლნ ლარად გამოიტანა.