საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაახლოებით, 900 მლნ დოლარის ვალი უნდა დაფაროს.
დაუყონებლივ დასაფარია 34,094 მლნ დოლარი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთავრობამ უკვე გაისტუმრა 609, 871 მლნ დოლარის ვალი, თუმცა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში 255,408 მლნ დოლარია დასაფარი.
შეგახსენებთ:
➤ 2021 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,038 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 7,551 მლრდ დოლარი უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალია, ეროვნული ბანკის კი – 486,8 მლნ დოლარის.
➤ 2021 წლის მაისში აპრილთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 33,957 მლნ დოლარით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი საგარეო ვალდებულებები 2,059 მლრდ დოლარით არის გაზრდილი.
➤ 2020 წლის მაისში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,979 მლრდ დოლარს შეადგენდა.