LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავრობა რატომღაც უძლურია, რომ გააჩეროს თავისი ხალხის მკვლელი მანქანები”

214
35238081_217703309009194_5472934240968507392_n

ფეისბუქგვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ კიდევ ერთი „მკვლელი“ მიკროავტობუსის ვიდეოს აქვეყნებს.

კამპანია, რომელიც საქართველოში ჰაერის დაბინძურების გასაპროტესტებლად შეიქმნა, ახლა აქციებით იმუქრება.

„ეს ხდება 2019 წელს, ცივილურ სამყაროში – ახლა, როცა მთელი სამყარო ეკოლოგიაზე საუბრობს და ცდილობს დედამიწა გადაარჩინოს. ამ დროს კი ჩვენს ისტორიულ დედაქალაქში, რომელსაც მალე ისტორიული მემკვიდრეობა აღარ ექნება, დადიან ეს ყვითელი მკვლელები და მთავრობა რატომღაც უძლურია, რომ გააჩეროს თავისი ხალხის მკვლელი მანქანები!!!

დრო სულ ცოტა რჩება! მალე დაიწყება ქუჩაში გამოსვლები და თუ ხალხის ლაპარაკს არ უსმენთ, ხალხის ქმედებას მოუსმენთ მერე!!!“ – ვკითხულობთ პოსტში.

https://www.facebook.com/217342235711968/videos/965554470304925/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები