შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველი ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ეს იქნება ობიექტების გახსნის წინაპირობა.
როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, მოხდება მონიტორინგი, პროცენტულად რამდენი ადამიანი გაიტესტება კონკრეტულ დაწესებულებებში.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ტესტირება იანვრის თვეში განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო უკვე თებერვლის თვიდან სხვადასხვა მექანიზმზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა შემოვიდეს უკვე კერძო სექტორის მექანიზმები, რომ მათ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ იმისთვის, რომ დაიცვან თითოეული დასაქმებული, მართონ ინფექცია და ტესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ რა დოზით და როგორ განხორციელდება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა პირველი ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება გახსნის წინაპირობა“, – აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში სავაჭრო ობიექტები 1 თებერვლიდან გაიხსნება.