LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მეტალურგიულ ინდუსტრიას დაეხმარება?

37

ფეროშენადნობთა ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფოსგან დახმარების შესახებ წინადადებების პაკეტს წარუდგენს.

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ეს დარგი პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ვინაიდან ექსპორტის საკმაოდ დიდი წილი მოდის სწორედ მათზე.

„ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებლებთან გვქონდა შეხვედრა. ძალიან დეტალურად გავიარეთ მათი პრობლემები. დღეისათვის მსოფლიოს ფასები არის საკმაოდ დაცემული და შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება, როგორც ადმინისტრაციული ბარიერების ნაწილში, ასევე შესაძლოა, სხვა ნაწილშის,“- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფეროშენადნობთა ასოციაცია  სამინისტროს წარუდგენს  წინადადაბების პაკეტს, თუ რაში ხედავენ ისინი სახელმწიფოსგან დახმარების აუცილებლობას.

„ველოდებით მათგან წინადადებას და ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ“,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი “ჯორჯიან მანგანეზმა“ 20 მაისამდე დახურა და ამის მიზეზად, მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნა, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მოპოვებული მადნის ჭარბი მარაგები და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციური პროცესები დაასახელა.

2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ, დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვადასხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები