LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა კურორტების გასაყიდად გამოტანას გეგმავს, მათ შორისაა ბალნეოლოგიური კურორტები

149
წყალტუბო

მთავრობა გასაყიდად 100-ზე მეტ კურორტს გამოიტანს. პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კურორტებზე არსებული მდგომარეობა და მათი განვითარების პოტენციალი უკვე შესწავლილია.

„კურორტების განვითარების გეგმის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა იქნა შესწავლილი, განვითარების პოტენციალი დამუშავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯამურად საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული პოტენციალი.

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ - პრემიერ-მინისტრი

"ჩვენ დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა".

უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, საქართველოში ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება.

„ბიუჯეტში ჩავდეთ მინიმუმ 200 მილიონი ლარი, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას – ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო-როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

დღესვე პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაზეც ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარი იქნება.