LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ხედავს, რომ ბაღებთან დაკავშირებით არასწორი გზით წავიდა – სერგო რატიანი

26

“ბაღებთან დაკავშირებით მთავრობა ხედავს, რომ არასწორი მიმართულებით წავიდნენ და ახლა ეს არის მათი ტვირთი და თავსატეხი,” – ასე გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრემიერ–მინისტრის გუშინდელ განცხადებას ბაღებთან დაკავშირებით.

სერგო რატიანი მთავრობას ვაუჩერული სისტემით დაფინანსებაზე გადასვლას სთავაზობს.

„ბაღებთან დაკავშირებით მთავრობა ხედავს, რომ არასწორი მიმართულებით წავიდნენ და ახლა ეს არის მათი ტვირთი და თავსატეხი. ჩვენ მოვუწოდებდით თავიდან ვაუჩერული გზით წასვლას, რაც გულისხმობს, რომ პირველ რიგში უნდა მივცეთ ბავშვს ვაუჩერი, რომელიც წავა, ან სახელმწიფო, ან კერძო ბაღში. ეს განავითარებდა და მეტ თანხებს მოიზიდავა ამ სფეროში და გააჩენდა ბაღებს. გუშინ ითქვა, რომ შეძლებულმა ოჯახებმა გადაიხადონ თანხები და წავიდნენ კერძო ბაღში, ეს სრულად დაუშვებელია, იმიტომ, რომ ეს არის გამიჯვნა, ვინ არის შეძლებული და შეუძლებელი. ჩვენ უნდა მივცეთ ყველას არჩევანის შესაძლებლობა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები