LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს

84

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტიდან გაიწვევენ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

მინისტრმა განმარტა, რომ იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები