„ეპიდემიის გავრცელების და რისკებიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე გამართული ინფექციური კლინიკა”- ამის შესახებ პრემიერმა გიროგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს, ამიტომ გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხი განიხილება.
„ტაილანდის წყალდიდობასთან მიახლოებულ გარემოში გვიწევს მუშაობა“ - ინფექციური საავადმყოფოს შენობაში წყალი ჩამოდის (ფოტოები)
შენობას ზამთრის შემდგ სახურავი დემონსტრაციულად გადახდილი აქვს.
„დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მლნ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება და ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა კლინიკის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით იყო უკიდურესად ეფექტური.
“სხვათა შორის, ეს კლინიკური ჯგუფი არა მხოლოდ საქართველოს მდგომარეობას მართავდა, არამედ, ჩვენს პარტნიორებსაც ზოგიერთ შემთხვევაში კონსულტაციებს უწევდა“ – განაცხადა გახარიამ.