LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გმირებს არ დახვდა: ბესიკ დონაძე

123
ბესიკ დონაძე

„ქართულ ოცნება“ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს არ დახვდა, რაც კიდევ ერთხელ ცალსახა დასტურია იმისა, რომ ისინი ამ ომში რუსეთის მხარეს არიან.“ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა.

დონაძის თქმით  „ქართული ოცნება“ თავისი თითოეული ქმედებით “ყოველდღიურად ადასტურებს, რომ ამ ომში პუტინის მხარეს არიან.“

„ის, რომ საქართველოს მთავრობა არ დახვდა მებრძოლებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არის სამარცხივინო საქციელი და მათი ეს საქციელი ცალსახად ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“, საქართველოს ხელისუფლება ამ ომში არის რუსეთის მხარეს.“ – აცხადებს ბესიკ დონაძე