LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა დეველოპერებისგან დევნილებისთვის 150 მლნ ლარის ღირებულების ბინებს შეიძენს

89
uzravi-qoneba

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 1800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს.

“მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“, – განაცხადა გახარიამ პრეზენტაციაზე.

მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს

2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში

როგორც გახარიამ აღნიშნა, კრიზისის პერიოდში მთავრობამ დევნილთა დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები ვერ გადადგა და ამით აკომპენსირებს ყურადრების ნაკლებობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები