Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მთავრობა 800-მდე დევნილ ოჯახს სახლს შეუსყიდის: სახლებს თვითონ დევნილები შეარჩევენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა 800-მდე დევნილ ოჯახს სახლს შეუსყიდის: სახლებს თვითონ დევნილები შეარჩევენ

124
245214106_4740906789262283_8874144271533203347_n-e1634025847529

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 800-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე, გამოქვეყნდა. სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის განმავლობაში, თავად დევნილები შეარჩევენ. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, საცხოვრებელი სახლები პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემათ. პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება. 2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 6000-მდე ოჯახი განსახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები