LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი სურვილია ქვეყნის დეოკუპაცია, ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – დავით ზალკალიანი

ზალკalianiiiiiiiiiiiiiiiii

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში 2018 წელი შეაჯამა და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. დავით ზალკალიანის თქმით, 2018 წელს საქართველო მუდმივად იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ქვეყნის საკითხი ყველა ძირითად ფორმატში განიხილებოდა.

„2018 წელი მართლაც მნიშვნელოვანი წელი იყო თავისი სირთულეებით, მაგრამ ჩვენ გვქონდა ასევე, ძალიან სერიოზული წარმატებები და ხელშესახები შედეგები. ყველასთვის ცნობილია რომ დღევანდელ დღეს, დინამიურ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ადვილი არ არის, რომ  ისეთმა პატარა ქევყანამ, როგორიც საქართველოა, დაიმკვიდროს თავისი ადგილი. ძალიან დატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, გეოპოლიტიკური პროცესები სწრაფად  ვითარდება, არის ძალიან ბევრი ცხელი წერტილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენ მოვახერხეთ და ამ რთულ სიტუაციაში, საქართველო 2018 წელს მუდმივად იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ყველა ძირითად ფორამტში, გაეროს უშიშროების საბჭოზე სამჯერ იყო საქართველოს საკითხი განხილული, მაშინ, როდესაც გაეროს მუდმივი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, მთელი ამ წლის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს საკითხის დაბლოკვას, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზული შრომით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვახერხებთ, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მისი მთავარი სურვილი ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებაა.

„რა თქმა უნდა, მთავარი სურვილი არის  ქვეყნის დეოკუპაცია, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რაც შეიძლება მეტად იყოს ევროპული ღირებულებები და ფასეულობები საქართველოს პოლიტიკლურ კულტურაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, ჩემი დიდი სურვილია, რომ გაბრწყინებული, გაერთიანებული საქართველო ვიხილოთ ყველამ ერთად, სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში,” – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები